weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახელმწიფოში შექმნილი ეს აჟიოტაჟი ლარის კურსზე  გავლენას ჰპოვებს – გია ვოლსკი

11:37 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი იზიარებს ეროვნული ბანკის განმარტებას, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო ლარის კურსის დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს.

„არის მოკლედევადიანი თემები, რასაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. ეს ერთი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. სახელმწიფოში შექმნილი ეს აჟიოტაჟური სიტუაცია, რასაკვირველია, გავლენას ჰპოვებს კურსზე. სტრესებს, გამოწვევებს, შინაურს და საგარეოს, პატარა საქართველომ დიდი ხანია გაუძლო. ვფიქრობ, ეს სტაბილურობა შესანარჩუნებელია. მძიმე მდგომარეობა, ვფიქრობ, დროებითია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ეროვნული ბანკი საჯარო პირებსა და ექსპერტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები. ბანკის განმარტებით, კურსის მერყეობა ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება.

„დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია და ეროვნული ბანკი მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7524 ლარი გახდა, ევროს კურსი კი 3.1386 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]